ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსმა ინდირა რობაქიძემ ღონისძიების სტუმრებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრა Erasmus + პროექტით ,,მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) გათვალისწინებული თბილისის მუნიციპალიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.